ვიზიტორებისთვის

რეწვისა და დიზაინის თბილისის საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი“ 2024 წლის 11, 12 და 13 ოქტომბერს, უკვე მეხუთედ იმართება „ექსპო ჯორჯია“-ს მე-4, მე-5 და მე-6 პავილიონებში.

აქ გელოდებათ ცოცხალი და მეგობრული ატმოსფერო, მრავალფეროვანი ხელნაკეთი პროდუქცია, საჯარო პრეზენტაციები, მასტერკლასები და სხვა.

ექსპოზე წარდგენილი იქნება მინის, კერამიკის, ტექსტილის, ლითონის და ხის  მრავალფეროვანი ნაკეთობები: სამკაული, სამოსი, აქსესუარები, ინტერიერის მორთულობა და სხვა მრავალი.

სამი დღის განმავლობაში თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ:

·       გაეცნოთ 150-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოელი ოსტატის და დიზაინერის ნამუშევარს;

·       პირადად გაესაუბროთ უკვე ცნობილ და ასევე, ახალგაზრდა დამწყებ მეწარმეებს;

·       ეზიაროთ მხატვრული რეწვის ტრადიციულ და თანამედროვე ნიმუშებს;

·       აღმოაჩინოთ სწორედ თქვენთვის შექმნილი ნივთები;

·       შეიძინოთ უნიკალური ნამუშევრები პირდაპირ მწარმოებლებისგან.

ეთნოფესტი ასევე გთავაზობთ მოსინჯოთ თქვენი ძალები მხატვრული რეწვის სხვადასხვა დარგში და მონაწილეობა მიიღოთ გამორჩეული ოსტატების მასტერკლასებში. მასტერკლასების პროგრამა და მონაწილეობის პირობები ხელმისაწვდომი გახდება ამავე გვერდზე სამიტის დაწყებამდე 2 კვირით ადრე.

გსურთ ხელი შეუწყოთ მხატვრული რეწვის შემდგომ განვითარებას და თქვენი ფავორიტი ოსტატის აღიარებას? ეთნოფესტი გაძლევთ ამის შესაძლებლობას და გიწვევთ ჩაერთოთ ტრადიციული კონკურსის „საუკეთესო სტენდი“ გამარჯვებულების გამოვლენაში. ხმის მიცემა იწარმოებს სამიტის მსვლელობისას 2024 წლის 13 ოქტომბრის 2 საათამდე. გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება ეთნოფესტის დახურვის  საზეიმო დახურვისას.

ეთნოფესტი-2024 წლის დეტალური პროგრამა გამოქვეყნდება უახლოეს მომავალში.