მონაწილეობის პირობები

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

სამიტში მონაწილეობა შეუძლიათ დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, დიზაინერებს, მხატვრული რეწვის ოსტატებს, საწარმოებსა და სავაჭრო ობიექტებს, როგორც საქართველოდან ასევე უცხოეთიდან.

სამიტი ასევე იწვევს სფეროს ექსპერტებს და საერთაშორისო შემსყიდველებს ჩაერთონ ღონისძიებაში მათთვის სასურველი ფორმატით.

სამიტი ღიაა ფართო საზოგადოებისთვის!

განაცხადის წარდგენის  ბოლო  ვადაა  2024 წლის 30 ივნისი

 

მონაწილეობის პირობები:

სარეგისტრაციო თანხა - 200.00 ლარი
*
საქართველოს მოქალაქეების სარეგისტრაციო თანხა სრულად - 200 ლარის ოდენობით დაიფარება  ორგანიზატორის მიერ

 

 1. სტენდი 4 2  -  ღირებულება - 720 ლარი. მონაწილის გადასახდელი თანხა შეადგენს 520 ლარს.  საქართველოს მოქალაქეებისთვის სტენდის ღირებულება, ნაწილობრივ, 200 ლარის ოდენობით, დაიფარება  ორგანიზატორის მიერ.  

*სტენდის აღჭურვაში შედის 1 მრგვალი მაგიდა (დიამეტრი-80 სმ), 2 სკამი, 3 თარო, განათება, წარწერა ფრიზზე, ნაგვის ურნა.

 

2. სტენდი  6 2  -  ღირებულება - 980 ლარი.  მონაწილის გადასახდელი თანხა  შეადგენს  780 ლარს. საქართველოს მოქალაქეებისთვის სტენდის ღირებულება, ნაწილობრივ, 200 ლარის ოდენობით, დაიფარება ორგანიზატორის მიერ.   

*სტენდის აღჭურვაში შედის ან 1 მართკუთხედი ფორმის მაგიდა (ზომები - 183X77X75 ) ან 1 მრგვალი მაგიდა (დიამეტრი - 80 სმ), 2 სკამი, 3 თარო, განათება, წარწერა ფრიზზე, ნაგვის ურნა

 

1. რეგისტრაცია და მონაწილეობა

1.1 სარეგისტრაციო ფორმის შევსება ითვლება მონაწილეობის სურვილის გამოხატვად.

საგამოფენო სტენდების შეზღუდული რაოდენობის გამო შევსებული სარეგისტრაციო ფორმისა და წარმოდგენილი ფოტო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამიტის საორგანიზაციო საბჭო შეარჩევს სამიტის მონაწილეებს. შერჩევა განხორციელდება თემატიკასთან შესაბამისობის და ხარისხის საფუძველზე

1.2 შერჩეულ მონაწილეებს პასუხი ეცნობებათ არა უგვიანეს 2024 წლის 15 ივლისისა ელ. ფოსტაზე.

 

2. გადახდის პირობები

2.1    მონაწილეობის საფასურის მინიმუმ 50% გადახდილ უნდა იყოს პასუხის მიღების შემდეგ 2 კვირის განმავლობაში. 

სტენდი დაჯავშნილად ჩაითვლება მხოლოდ პირველი შენატანის გადახდის შემდეგ.

2.2 მონაწილეობის სრული საფასური დაფარული უნდა იყოს 2024 წლის 15 სექტემბრამდე.

2.3  მონაწილეობის საფასურის გადახდა ხორციელდება საბანკო გადარიცხვით შემდეგ ანგარიშზე:  

მიმღები ბანკი ს.ს „თიბისი ბანკი“, ბანკის კოდი TBCBGE22

მიმღების ანგარიში:   GE24TB0782736020100001
მიმღების სახელი: (ააიპხელოვნების საერთაშორისო ცენტრი

*დანიშნულებაში გთხოვთ მიუთითოთ: მონაწილის სახელი, გვარი, /ნ. მოთხოვნილი ფართი

3. საგამოფენო ფართის ქვე-იჯარა/შეცვლა

3.1 გამოფენის მონაწილეს უფლება არ აქვს გამოფენის ორგანიზატორის ნებართვის გარეშე გადასცეს მესამე პირს ან გაცვალოს მისთვის გამოყოფილი სტენდი.
 
4.
რეგისტრაციის გაუქმება:

4.1. დარეგისტრირებული მონაწილის მიერ რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში მოქმედებს შემდეგი წესი:

იმ შემთხვევაში, თუ გამოფენის მონაწილე უარს იტყვის მონაწილეობაზე 2024 . 15 აგვისტომდე, მას დაუბრუნდება გადახდილი თანხა სრულად (საბანკო ხარჯების გამოკლებით). რეგისტრაციის 2024 . 1 სექტემბრამდე გაუქმების შემთხვევაში, მონაწილეს უბრუნდება გადახდილი თანხა გამოფენაში მონაწილეობის სრული ღირებულების 20%-ის გამოკლებით. 2024 . 15 სექტემბრამდე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, მონაწილეს დაუბრუნდება მონაწილეობის სრული ღირებულების 50%. 2024 . 1 ოქტომბრის შემდეგ რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.

4.2. ორგანიზატორი უფლებამოსილია გადადოს, შეამოკლოს, გააფართოვოს ან გააუქმოს ღონისძიება, ასევე, დროებით ან სამუდამოდ შეწყვიტოს მისი განხორციელება.

ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში, მონაწილის მიერ გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდება მონაწილეს. მონაწილის მიერ რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნა ნამდვილად ჩაითვლება, თუკი იგი წერილობითი სახით გაეგზავნება ორგანიზატორს და ორგანიზატორი წერილობით დაუდასტურებს მონაწილეს შეტყობინების მიღებას.

4.3 იმ შემთხვევაში თუ გამოფენის მონაწილე არ დაიკავებს მისთვის გამოყოფილ ფართს 2024 წლის 10 ოქტომბრის 15:00 საათამდე, ორგანიზატორს უფლება აქვს, გასცეს  ფართი სხვა მონაწილეზე.  აღნიშნული პირობა არ მოქმედებს ორგანიზატორთან წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში 4.1.პუნქტის გათვალისწინებით.

5. გამოფენის ელექტრონული კატალოგი

5.1 გამოფენის ელექტრონულ კატალოგში განთავსდება მონაწილის მიერ სარეგისტრაციო ფორმის შესაბამის განყოფილებაში მითითებული ინფორმაცია.

6.
უსაფრთხოება

6.1 გამოფენის მსვლელობის პერიოდში სტენდზე წარმოდგენილ პროდუქციაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მონაწილეს.


7.
სტენდის მოწყობა/დაშლა

7.1 სტენდის მოწყობა უნდა განხორციელდეს გამოფენის გახსნის წინა დღეს, ხოლო დაშლა - გამოფენის დახურვის დღეს, ღონისძიების დასრულების შემდეგ.

8.
გაყიდვები და გადასახადები:

გამოფენაზე გაყიდული ნამუშევრების საქართველოს კანონმდებლობით   გათვალისწინებული ყველა გადასახადის გადახდაზე პასუხისმგებელია მონაწილე.  *მონაწილეებმა თავად უნდა უზრუნველჰყონ სალარო აპარატებით ან ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტებით (ჩგდ) მომსახურება

 

***აღნიშნულ პირობებში შესაძლოა შევიდეს რიგი ცვლილებები.დეტალურ ინფორმაციას სამიტში მონაწილეობის შესახებ ორგანიზატორი დამატებით აცნობებს შერჩეულ მონაწილეებს.  სარეგისტრაციო ფორმის შევსებით  მონაწილე ადასტურებს, რომ იგი გაეცნო და ეთანხმება გამოფენაში მონაწილეობის პირობებს და იღებს პასუხისმგებლობას, შერჩევის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის მე-5 საერთაშორისო სამიტში და დაფაროს წინამდებარე განაცხადში აღნიშნული ყველა ხარჯი.